4 აპრილიდან დღემდე ზოგიერთ ბენზინგასამართ სადურზე დიზელი 14 თეთრით გაძვირდა – ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ ჯამურად 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 94 თეთრით გაძვირდა. ბიზნესპრესნიური აქვეყნებს მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საწვავი გაძვირდა: [ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან]
Gulf – ზრდა მაქსიმუმ 94 თეთრი
G-Force ევრო დიზელი – 4.07 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 94 თეთრით;
ევრო დიზელი – 3.97ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 62 თეთრით.
Wissol – ზრდა 81 თეთრი
ეკო დიზელი – 4.02 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 79 თეთრით;
ევრო დიზელი – 3.99 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 81 თეთრით;
Socar – ზრდა მაქსიმუმ 82 თეთრი
ევრო 5 დიზელი – 3.80 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 81 თეთრით;
ნანო ევრო 5 დიზელი -3.90 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 82 თეთრით.
Rompetrol – ზრდა 90 თეთრი
Efix ევრო დიზელი – 4.05 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 90 თეთრით;
ევრო დიზელი – 4.00 ლარი (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 90 თეთრით.
Portal – ზრდა მაქსიმუმ 90 თეთრი
ევრო დიზელი – 3.89 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 90 თეთრით;
ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 85 თეთრით.
