Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმედი“ არის პრობლემატური აქტივი…თავიდან მეც და ჩემ ბევრ პარტნიორს ეს აქტივი აღელვებდა და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა სხვის ხელში ყოფილიყო, ვიდრე – ჩვენ ხელში” – ირაკლი რუხაძე

April 17, 2026
“იმედი“ არის პრობლემატური აქტივი…თავიდან მეც და ჩემ ბევრ პარტნიორს ეს აქტივი აღელვებდა და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა სხვის ხელში ყოფილიყო, ვიდრე – ჩვენ ხელში” – ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ პრობლემატურ აქტივად მიიჩნეოდა, რის გამოც მისი გაყიდვის გადაწყვეტილება პარტნიორებთან ერთად მიიღო. BMG-სთან ინტერვიუში ის ასევე უარყოფს, რომ „ლიბერთი ბანკის“ გასხვისება სანქციების შიშით მოხდა და ამბობს, რომ საქართველოში ახალი, მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

“თუ რომელიმე ჩვენს აქტივს [სანქციებთან] რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა, ეს მხოლოდ ტელეკომპანია „იმედია“ და იცით, მერე რა მოხდა. ბანკი საერთოდ არ იყო გარეული. რატომღაც ყველას ძალიან უნდა, რომ პირადად მე აღმოვჩნდე სანქცირებული, თუმცა ჩემი დასანქცირების შემთხვევაშიც კი, ბანკს საფრთხე არ დაემუქრებოდა. სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ პირადი სანქციები ბანკზე ვერ აისახებოდა. ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე წელიწად-ნახევარია [მოლაპარაკებები მიმდინარეობდა], ნიშნავს, რომ არსად გვეჩქარებოდა…

კითხვაზე სანქციების შიშით გაიყიდა თუ არა ლიბერთი ბანკი რუხაძე პასუხობს:

“არა, და მეტიც, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ინვესტიციებს საქართველოში. ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და როგორც ვთქვი, ამ ფულს სადმე არ წავიღებ და არც სეიფში დავმალავ; ავიღებ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო ინვესტიციებს ამ ქვეყანაში… რატომაც გავედი [გავყიდე იმედი], დავწერე [იმ განცხადებაში]. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ „იმედს“ დაასანქცირებდნენ. ნუ რაც მესმოდა, ვიღაცებს ველაპარაკებოდი და კონსულტანტი მყავდა აყვანილი, არ ველოდი, რომ ამას ვინმე გაბედავდა – ყველაზე დიდ ტელევიზიას, რომლისგანაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იღებს ინფორმაციას, გარედან დაასანქცირებდნენ… მეგონა ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს… რისკი იმდენად არ იყო… რატომ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა „იმედი“ და ჩვენ გვაყიდინა?! სულ არ მინდოდა „იმედის“ ყიდვა, როდესაც ჩვენ ვიშლებოდით, უბრალოდ, მოთხოვნა იყო, ისე დავშლილიყავით, „იმედი“ ჩვენ დაგვრჩენოდა და არა – მათ, იმიტომ რომ „იმედი“ არის პრობლემატური აქტივი; როცა მართლა ნახევარი საქართველო შენგან იღებს ინფორმაციას, გინდა – არ გინდა, ძალიან პრობლემატური აქტივია და თავიდან მეც და ჩემ ბევრ პარტნიორს ეს აქტივი აღელვებდა და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა სხვის ხელში ყოფილიყო, ვიდრე – ჩვენ ხელში” – ამბობს ირაკლი რუხაძე BMG-სთან ინტერვიუს დროს

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა. ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. რუხაძემ მიმდინარე წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა TV იმედიც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა იგეგმება – ამერიკული მედია
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • „ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ “ – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge