Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

April 17, 2026
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია 10 ქალაქში და მოქალაქეებისთვის ყოველთვიურად ახლდება, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ჯავშნების გაკეთების შესაძლებლობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს სურვილის/პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გასაჩივრება. მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი და მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობები აღიარებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში. აქვე ვეხმაურებით კიდევ ერთ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ თითქოს, შსს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო არ დაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გადაუხდელი ჯარიმა მართვის უფლების არქონასთან დაკავშირებით (მუხლები: 116-ე; 121-ე; 118-4/1; 118-4/2), თუ ფიქსირდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სერვისების დინამიკური ევოლუცია და ციფრული ინტეგრაცია გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას შევთავაზოთ მაქსიმალურად დახვეწილი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა იგეგმება – ამერიკული მედია
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • „ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ “ – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge