Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

April 16, 2026
აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს.

მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.

„აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება.

ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს.

აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც ბუნებრივი და სამკურნალო რესურსები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეს. თანამედროვე გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ისეთ კურორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და გამაჯანსაღებელი გარემოთი.

 

კურორტის კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ფიჭვნარი, მინერალური წყლები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე ერთობლიობაში განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას როგორც სამკურნალო, ისე რეკრეაციული ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით.

აბასთუმანის კურორტის მდგრადი და კომპლექსური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე აღვნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „საქაერონავიგაციასთან” ერთად, აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
  • რაზე შეთანხმდნენ აშშ და ირანი – ტრამპის განცხადება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge