Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი რუხაძე “ლიბერთი ბანკის” გაყიდვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

April 16, 2026
დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“- ირაკლი რუხაძე

“ლიბერთი ბანკი” გაიყიდა – ირაკლი რუხაძე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები “ბაზის ბანკთან” წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც “ბაზის ბანკის” ხელმძღვანელობაც იყო წარმოდგენილი, რუხაძემ თქვა, რომ მეტის გაკეთება შეუძლია გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე “ლიბერთის” ან “ბაზის ბანკს” შეეძლო.

როგორც რუხაძე განმარტავს, ლიბერთის ბანკში წილი სრულად გაყიდა – “ჩვენ საერთოდ გავდივართ. არ ვიტოვებთ წილს”

წელიწადნახევარი ამ გარიგებაზე ვმუშაობდით და მივიყვანეთ ბოლომდე. მე მოგნი კარგია, ჩვენთვისაც, როგორც ამავე პარტნიორისთვის, რომელმაც 8 წლის წინ ეს ბანკი იყიდა, ასევე, კარგია ბაზისბანკისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის. იმიტომ, რომ ხდება მესამე ბანკი, რომელიც ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მესამე ბანკი იყო ბაზარზე. მეტი რარაცების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე შეგვეძლო. ეს კარგია კონკურენციის ბაზრისთვის, ძალიან ბევრი სინერგიებია, რომლებსაც მენეჯმენტის გუნდი დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის განმავლობაში აითვისებენ. ცოტა დრო დასჭირდება რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ საინტერესოა. ბაზის ბანკი ჩვენთვის არ არის უცხო ბანკი, ერთ-ერთი პირველი კლიენტი მე ვიყავი მათი და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით“, – განაცხადა რუხაძემ. 

რუხაძე ასევე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა ლიბერთი ბანკის გაყიდვა და რას აპირებს მიღებული თანხით.

ლიბერთიზეც სინანული მაქვს, რადგან ლიბერთიმ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, როცა ვიყიდეთ მისი აქტივები, 1.7 მილიარდი იყო, დღეს კი 20.5 მილიარდია.  ბანკი იყო ფაქტობრივად ერთი პროდუქტის გარშემო შექმნილი და ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების, რომელსაც ჰქონდა სასაწაულად მაღლი პროცენტი. 5700 ადამიანი მუშაობს ლიბერთში, ჰყავს 1.8 მილიონი მომხმარებელი, მოსახლეობის ნახევარი ლიბერთის მომხმარებელი. ჩვენ საერთოდ გავდივართ, არ ვიტოვებთ წილს, გავდივართ ამ ინვესტიციიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველთვის, ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელმაც რაღაცეები უნდა ვიყიდოთ, რაღაცები გვქონდეს, რაღაც მომგებიანობას რომ მივაღწევთ, მერე გამოგვაქვს ბაზარზე

ეს ბანკი უკვე მეორედ გვქონდა გამოტანილი, მანამდე სხვასაც ველაპარაკებოდით. ჰაიდელბერგ ცემენტი სამჯერ გქვონდა გამოტანილი. რაღაც ფასი გვაქვს ხოლმე და იმ ფასს თუ ვერ მივაღწევთ, შემდეგ აღარ ვყიდით და ვაბრუნებთ ხოლმე. ჩვენ ამ შეთანხმებისთვის რომ ვერ მიგვეღწია, გავაგრძელებდით იქამდე, ვიდრე სხვა ვინმე არ გამოჩნდებოდა, რომელიც იმ ფასს გადაგვიხდიდა, რაც გვაწყობდა. ესაა ჩვენი ბიზნესი. ახლა ამ ფულს ავიღებ, მიწაში არ ჩავფლავ, სხვას ვიყიდი და სხვა გავაკეთებ, რაღაც ახალი პროექტები გვაქვს, რომლებიც გვინდა, გავაკეთოთ, -ამბობს ის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა – ირკვევა, რომ ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა.

ბანკის ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადების შემდეგ რუხაძემ გაყიდა “ტვ იმედიც”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge