“რუხაძეს იმდენი ცუდი საქმე აქვს საქართველოში ნაკეთები მისი პროპაგანდისტული ტელევიზიის მეშვეობით, რომ მისი დასანქცირების საფრთხე დღესაც არსებობს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა, კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა და ირაკლი რუხაძის მიერ “ლიბერთი ბანკის” გაყიდვას გამოეხმაურა.
ბესიკ დონაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “იმედი” დასანქცირდა, ბიზნესმენმა დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა ისიც დაასანქცირონ,ამიტომ ახლა “ლიბერთი ბანკსაც” ჩამოშორდა.
“რუხაძეს იმდენი ცუდი საქმე აქვს საქართველოში ნაკეთები მისი პროპაგანდისტული ტელევიზიის მეშვეობით, რომ მისი დასანქცირების საფრთხე დღესაც არსებობს და შესაბამისად ეს ადამიანი იცილებს ყველა იმ ბიზნესს, სადაც შეიძლება დასანქცირების შემთხვევაში კონკრეტულ ბიზნესებს შეექმნას საფრთხე. ამით დაიწყო, “იმედს” ჩამოშორდა თავიდანვე, მაგრამ ვერ უშველა ამ ამბავს, “იმედი” დასანქცირდა, ასევე PosTV-იც დასანქცირებულია.
სანქციები გავრცელდება ასევე მისი მესაკუთრეებზე, ვისი საკუთრებაც იყო და იმ პერიოდში, რა პერიოდშიც იყო რუხაძე “იმედის” მფლობელი, იმ პერიოდს ეხება ეგ სანქციები, მისი მოღვაწეობის დროს და როდესაც “იმედი” დასანქცირდა რუხაძემ დაინახა იმის საფრთხე, რომ მისი დასანქცირებაც შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ ახლა “ლიბერთი ბანკსაც” ჩამოშორდა,” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა – ირკვევა, რომ ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა.
