წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება:
“წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება” – წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში.
