Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, მკვლელობის აღმსრულებლის მიმართ კი ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა” – ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი

April 16, 2026
“ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, მკვლელობის აღმსრულებლის მიმართ კი ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა” – ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი

ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, მკვლელობის აღმსრულებლის მიმართ კი ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა,- ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რომელიც 350 გვერდს შეადგენს.

პროკურორი იმ მტკიცებულებებს მიმოიხილავს, რომელიც ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ სასამართლოში წარადგინეს. ვეფხვაძე ასევე აფასებს მოწმეთა ჩვენებებს და აღწერს, თუ რა მოტივით მოხდა და დაიგეგმა ჯანგველაძის მკვლელობა.

პროკურორის თქმით, ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ, რის შემდეგაც, მკვლელობა დაგეგმეს.

პროკურორმა დასკვნით სიტყვაში ასევე ისაუბრა, თუ როგორ მოიშორა მკვლელობაში მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და პოლონეთში რეგისტრირებული ნომრით ტელეფონი, საიდანაც მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა გიორგი ჯოხაძესთან.

„საქმე თავისი ემოციური ფონით და სამართლებრივი ნაწილით მარტივი განსახილველი არ იყო, მაგრამ ემოციებისას გარდა მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა.

ბატონო მოსამართლე, ბრალდების მხარე დაგპირდათ, რომ უტყუარ, ერთმანეთთან შეთავსებად მტკიცებულებებს წარმოგიდგენდათ, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობის საკითხს და ეს ასეც მოხდა.

ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, მკვლელობის აღმსრულებლის მიმართ კი, ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა… გამოძიებამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარმოადგინა სასამართლოში”,- განაცხადა ვეფხვაძემ.

ის ასევე მიმოიხილავს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ჯანგველაძისა და ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის შეხვედრაზე საუბრობდნენ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მდინარე დიღმურაზე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც ახალი, რკინაბეტონის ხიდით ჩანაცვლდება, სამუშაოები ხუთ თვეს გაგრძელდება
  • სასახლის ღობის საქმე – სასამართლოს ჩვენებას ლაშა ბერიძე აძლევს
  • ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ რატომ გადაწყდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ერთი პირის, ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge