Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, “აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა” – მიხეილ სააკაშვილი

April 16, 2026
“გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, “აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის („აზოვის“) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან, რადგან მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია.

„გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.

იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო „აზოვის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.

მარიუპოლის ალყის დროს, „აზოვსტალზე“ მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა „აზოვში“, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.

გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.

ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს – წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.

სამწუხაროდ, ჩემი დაცვის მეორე ოფიცერი და ჩემი ახლო მეგობარი, კახა თილიძე ბრძოლაში დაეცა ზაპოროჟიესთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო კახასთან, გიორგისთან, ვანო ნადირაძესთან და სხვებთან ახლობლობა. მათ შორის, ამ ქართველი ოფიცრების დამსახურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად 2022 წლის ხარკოვის ოპერაციის შემდეგ, სწორედ ახლა, ჩემი მეგობრის, მიხეილ ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (მისი მრჩეველია გოგა ცხაკაია) მოიპოვეს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ურეკავდნენ ძირითადად პენსიონერებს, მოტყუებით დაეუფლნენ 125 000 ლარს – 2 პირს ბრალი წარედგინა
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “ირაკლი რუხაძე გამალებით ცდილობს თავი გადაირჩინოს – ჩვენ ვნახეთ ჯერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა, ახლა სასწრაფო წესით „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა” – ქეთევან თურაზაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge