Wednesday, April 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წელს ხორბლის წარმოება შემცირდა, ქერის კი გაიზარდა – საქსტატი

April 15, 2026
2025 წელს ხორბლის წარმოება შემცირდა, ქერის კი გაიზარდა – საქსტატი

xr:d:DAFMvj3DWPk:1649,j:45106321722,t:23041308

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ხორბლის წარმოებამ 143.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ქერის წარმოება 24.8 პროცენტით გაიზარდა და 60.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 200.2 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 5.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 6.1 პროცენტით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე – 2.7 ტონა, სიმინდის – 3.1 ტონა, კარტოფილის – 14.5 ტონა, ბოსტნეულის – 10.6 ტონა.

ამასთან, უწყების ცნობით, გასულ წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 184.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 1.3%-ით და შეადგინა 60.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 4.9%-ით და შეადგინა 123.9 ათასი ჰექტარი.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 24.0 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 14.3 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 10.3 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში წარმოებულია 205.6 ათასი ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 15.6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 72.3 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 19.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ასევე, 53.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი, რაც წინა წელთან შედარებით 30.5 პროცენტით ნაკლებია, 53.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (2.7 პროცენტით მეტია), 17.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (1.2 პროცენტით მეტია) და 8.7 ათასი ტონა კენკროვანი ხილი (16.0 პროცენტით მეტია).

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2025 წელს წარმოებულია 347.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.0 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • როგორი ამინდი იქნება 17 აპრილამდე – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • ადვოკატის ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge