„კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ — საქმე შანტაჟის ნაცვლად,“ — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციისას.
“გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნაზე, იღებს ევროკავშირის საბჭო და არა თავად კანდიდატი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ – საქმე შანტაჟის ნაცვლად.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის წარმოებას საქართველოსთან, რომელიც 2024 წელს შეაჩერა” – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
