Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ – ბევრი ადამიანი ზედმიწევნით უვლის თავის სხეულს, სულზე კი არ ზრუნავს” – მეუფე შიო

April 14, 2026
“თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ – ბევრი ადამიანი ზედმიწევნით უვლის თავის სხეულს, სულზე კი არ ზრუნავს” – მეუფე შიო

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მეშვეობით უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენზე და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის. ამ ხატის მოვლინებაც ერთ-ერთი დასტურია მისი მფარველობისა და წყალობისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს. როგორც იცით, მთელი ეს კვირა აღდგომის ტოლფასია. გილოცავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის აშენებული ეს შესანიშნავი ტაძარი. განსაკუთრებით გილოცავთ ყველას, ვინც ამ ტაძარში მოღვაწეობთ, თქვენ, მამა შიო, ვინც მსახურობს, გალობს, ლოცულობს, აღმშენებლებს და შემომწირველებს ამ ტაძრისა, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ!

დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ. მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება. ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა და შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულან.

რა არის ამის მიზეზი? – ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა ან ცოდვები, რომლებიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდა ამ ცოდვებისგან განშორება, მათთან ბრძოლა. უფრო ხშირად მიზეზი ის არის, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად მკვდარია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და სულიერი განწმენდის აუცილებლობას. ასეთი ადამიანები ზედმიწევნით უვლიან თავიანთ სხეულს, სულზე კი არ ზრუნავენ.

თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში გვმართებს, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს გარეშე, მზრუნველობის გარეშე, როგორც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული: „სულს ნუ დაშრეტთ“ (1 თეს. 5, 19).

რას ნიშნავს „დაშრეტთ“? „ნუ დაშრეტთ“ ნიშნავს: „ნუ ჩააქრობთ სულს“. აი, ამაში შეგვეწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული.

როგორც გითხარით, დღეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს. ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა „კარიბჭის ხატი“. როგორ არის ნათქვამი დაუჯდომელში სიტყვები: „გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო“.

მაშასადამე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს და სამოთხეში უშვებს. სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ასე: „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“. მხოლოდ მას მივმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო და ღირს გვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილხვდომილი ერი ვყოფილიყავით.

ამის ერთ-ერთი ნიშანი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანებაა. არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა. შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, ის არ ტოვებს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენზე და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის. ამ ხატის მოვლინებაც, როგორც გითხარით, ერთ-ერთი დასტურია მისი მფარველობისა და წყალობისა; ამ ხატიდან გვეძლევა შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო!“ -აღნიშნა მეუფე შიომ.

ამასთან, მან დედაენის დღესთან დაკავშირებითაც იქადაგა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ზრუნვა გვმართებს მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისა და გადარჩენისთვის.

„მინდა, შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი, საოცრად დიდებული, ერთ-ერთი დიდი საუნჯეა ღმერთისგან ბოძებული. მის უწმინდესობას და უნეტარესობას ქართული ენა შეუდარებია ღმერთისგან მომავალ საღვთო, სულიერ მუსიკასთან, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. ამიტომ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, განსაკუთრებით ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისა და გადარჩენისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

მკვდრეთით აღდგომილმა უფალმან ჩვენმან, იესო ქრისტემ, ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება, ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე. ამინ!“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით მიტროპოლიტი აბრაამი 24 აპრილს სინოდის სხდომას დაესწრება
  • როგორი ამინდი იქნება 15-17 აპრილს საქართველოში
  • „ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი”- ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge