მარტვილში, სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – გამოცხადებულია კარანტინი – ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი ონისე ჯანაშია ავრცელებს:
“მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა.
8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი.
დაკბენილია 3 ადამიანი.
ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!” – წერს ჯანაშია
