პროკურატურა “tv პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტო სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
უწყება წერს, რომ გასროლა გეკა გელაძის უწყების თანამშრომელმა ბეტონის საფარის მიმართულებით განახორციელა, რა დროსაც სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
პროკურატურა წერს, რომ ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა).
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტო სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
