დედაენის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. საელჩო პატივს მიაგებს ქართულ ენას და მის უნიკალურ დამწერლობას.
ყველგან მსოფლიოში, ენები აღიარების, თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შუაგულშია. ისინი ხალხთა სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი საყრდენია – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
“დედაენის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში ქართველებთან ერთად მიაგებს პატივს ქართულ ენას და მის უნიკალურ დამწერლობას.
10 წელია, რაც სამი სახეობის ქართული ანბანის ცოცხალი ტრადიცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული.
მხედრული თანამედროვე ქართული ენის დამწერლობაა, ხოლო ასომთავრული და ნუსხური ლიტურგიკული ტექსტებისთვისაა განკუთვნილი. ანბანის ამ სამი სახეობის თანაარსებობა, რაც დამწერლობის ისტორიაში უნიკალური ფენომენია, მოწმობს ქართული დამწერლობის ევოლუციაზე ათასწლეულების განმავლობაში და მის გადაცემაზე თაობიდან თაობისთვის.
ქართული ენა ეროვნული იდენტობის, გამძლეობისა და სუვერენიტეტის ცოცხალი სიმბოლოა. მისი დაცვა 1978 წელს, როდესაც ქართველი ხალხი თავისი ენის შესანარჩუნებლად საბჭოთა ზეწოლას წინ აღუდგა, სახალხო მობილიზაციის ძლიერ მომენტს განასახიერებს.
ყველგან მსოფლიოში, ენები აღიარების, თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შუაგულშია. ისინი ხალხთა სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი საყრდენია” – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფოტოებს აქვეყნებს.
