Wednesday, April 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროცესზე დაკითხულ გამომძიებელს ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში მტკიცებითი ხასიათის ჩვენება არ მიუცია, უფრო მეტიც, ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს” – ადვოკატი

April 14, 2026
“პროცესზე დაკითხულ გამომძიებელს ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში მტკიცებითი ხასიათის ჩვენება არ მიუცია, უფრო მეტიც, ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს” – ადვოკატი

ბაჩოს უშუალო კომუნიკაცია აღნიშნულ პირებთან [4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან] არ ჰქონია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას ადვოკატმა გია გოროზიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პროკურატურის მოწმემ, სუს-ის გამომძიებელმა ახალაიას წინააღმდეგ დღევანდელ სხდომაზე ვერაფერი თქვა.

„ბრალდების მხარემ მოწმის სახით გამოიძახა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. ბაჩოსთან მიმართებაში მას მტკიცებითი ხასიათის ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება საქმის მასალებს, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მასში კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდეს ბაჩო ახალაიას, როგორც ორგანიზატორის ბრალეულობას, ასეთი არ დევს“, – განაცხადა გოროზიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ურეკავდა ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულებს, გოროზიამ უპასუხა, რომ “მათთან ახალიას უშუალო კომუნიკაცია არ ჰქონია”.

“რაც შეეხება IP მისამართებით კავშირს, არა ზარს, არ არსებობს ასეთი მტკიცებულება, უბრალოდ, კომუნიკაციის რაღაც ფორმაა, დადასტურებული არ არის, რომ ბაჩო ურეკავდა ან რამე სახის კომუნიკაცია ჰქონდა. მტკიცებულება, რომ ბაჩო ახალიას ჰქონდა უშუალოდ წვდომა მურთაზ ზოდელავასთან ან თუნდაც, პაატა ბურჭულაძესთან, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. ბაჩოს უშუალო კომუნიკაცია აღნიშნულ პირებთან არ ჰქონია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება”,- განაცხადა გოროზიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა აიკრძალება – გაფრთხილება მძღოლებს
  • ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი
  • რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge