პროევროპულ აქციებზე დაკავებული ინსაფ ალიევი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე წერს.
მისი ცნობით, ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ პროტესტის აქტიურ მონაწილეს წელის ძლიერი ტკივილები აწუხებს და სამედიცინო მანიპულაციისთვის გარკვეული ფინანსების მობილიზება სჭირდება.
ამასთან, ზურა ცეცხლაძე წერს, რომ ფინანსურ დახმარებას საჭიროებს პროევროპულ აქციებზე დაკავებულის ოჯახიც: ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ინსაფ ალიევის დაკავების შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
” GE38BG0000000537664336GEL
ძვირფასო მეგობრებო, ამ დილით გლდანის ციხიდან დამირეკა სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა და მთხოვა დახმარება თანხის მოგროვებაში.
საქმე იმაშია, რომ მას ყავს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი, შემოსავლები კი საერთოდ არ გააჩნიათ. ამავდროულად, ინსაფს აქვს ხერხემლის პრობლემები და საჭიროებს კლინიკურ მკურნალობას. ჯერ გამოკვლევებს და მერე რათქმაუნდა მკურნალობას.
ამჟამად, როგორც თვითონ მითხრა წელის აუტანელი ტკივილები აქვს და გამაყუჩებელზეა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ასევე დამიკავშირდა მისი მეუღლე და მითხრა რომ 24 საათიანი პაემანი აქვთ ინსაფთან, შვილებითან ერთად და თანხების უქონლობის გამო შეიძლება ეს პაემანი ვერ განხორციელდეს და მამა ვერ ნახოს, დიდი ხნის უნახავი თავის მცირეწლოვანი შვილები.
გთხოვთ, ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, დავეხმაროთ ამ ოჯახს.
ანგარიშის ნომერი პოსტის დასაწყისშია მითითებული, მიმღები არის: ალიევა აიტან
უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას,” – წერს ზურა ცეცხლაძე.
