თელავის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს – 47 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძოღდა, რის შემდეგაც 1978 წელს დაბადებული გ.გ. 1993 წელს დაბადებულმა ვ.კ.-მ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ვ.კ. კახეთის პოლციიამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
