14 აპრილი დედაენის დღეა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა – მოქალაქეები საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლში შესატან ცვლილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა და ის რუსულ ენას უნდა ჩაენაცვლებინა. ათიათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია – ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
14 აპრილი დედაენის დღედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოცხადდა.
