ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით 14 პაციენტია მოთავსებული.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რამდენიმე პაციენტი კლინიკაში დღის განმავლობაში შეიყვანეს, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტს აუღეს ანალიზი კორონავირუსზ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.
„ყველა ამ შეთხვევაში პაციენტების მოთავსებისას ასეთი შესაძლო სრული კრიტერიუმები არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია. გვაქვს ეპიდკერა და ერთი სიმპტომი, ძირითადად, ტემპერატურა. ჩვენ გვსურს, რომ გარკვეულწილად არც ერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, როცა პაციენტები მოდიან შემოწმებაზე, თუ ეპიდკერაში იყო პირი, ელემენტარულად 37.1 ერთიც რომ ჰქონდეს ტემპერატურა, ყველა ასეთ პირზე კვლევას ვატარებთ.
პასუხები ჯერ არ გვაქვს ხელზე. შეიძლება, რამდენიმე საათი დასჭირდეს. სანერვიულო არაფერი გვაქვს. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია რეტგენოლოგიურად ანთების მაჩვენებლები არ არის. გამორიცხულია პნევმონია. კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება არც ერთთან. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა არ აქვთ, ჩივილები არ აქვთ და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ამ 14 შემთხვევაზეც ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.