ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ქურთების მკვლელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმისა და მისი პროქსი ძალების წინააღმდეგ, განსხვავებით ერდოღანისგან, რომელიც მათ მასპინძლობს და თავის ქურთ მოქალაქეებს ხოცავს“, – დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში.
როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუს ეს პოსტი სავარაუდოდ პასუხია იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „თურქი პროკურორები ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 4 596 წლამდე პატიმრობას ითხოვენ“.
