“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 18-17% გასათავისუფლებელია და ეს ნიშნავს ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევას” – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი.
პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ის ისევ იმეორებს, რომ “რუსული ჯარები წინსვლას განაგრძობენ”.
“მას შემდეგ, რაც რუსული არმია ახალი რუსული რეგიონების საზღვრებს მიაღწევს, დაიწყება რთული და საფუძვლიანი მოლაპარაკებები“.
სააღდგომო ზავს კი, რომელიც რუსეთმა უკვე დაარღვია, პესკოვმა პუტინის “ჰუმანიტარული ჟესტი” უწოდა.
პესკოვის თქმით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთის ინტერესები დაცული და მისი გამოცხადებული მიზნები კი მიღწეული იქნება.
„სანამ ზელენსკი ამ პასუხისმგებლობის აღების გამბედაობას მოიკრებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება“ – ამბობს პესკოვი.
