მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს. ინციდენტი გუშინ საღამო, ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა.
63 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ალადინ ყარეზადეს სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრები გაუსწორდნენ. ისინი შუახნის კაცს კლინიკაში შეშვებას იმ დროს სთხოვდნენ, როცა მიღების საათები უკვე ამოწურული იყო. სწორედ უარის მიღების შემდეგ მოხდა დაცვის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
შუახნის კაცს ოპერაცია ადგილზევე ჩაუტარდა, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში, კლინიკა ჯეოჰოსპიტალში გადმოიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ადგილზე მყოფების თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერის ძმაც.
“მამაჩემი ახლა კომაშია, რის გამო არც კი ვიცი. მხოლოდ იმიტომ, რომ მის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა? რა დააშავა ხანში შესულმა კაცმა? იმის ნაცვლად, რომ დააკავონ დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელია, ითხოვდა, არ დაეჭირათ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ეს სახელმწიფო აღარ არის. რანაირად ვექცევით ჩვენ ერთმანეთს, აზერბაიჯენელები? ჯერ ქუჩაში კლავენ ყველას თანდასწრებით ახალგაზზრდა ბიჭს და ხმის ამომღები არავინაა, ახლა კიდევ მამას მიკლავენ. ამ დროს სად არის პოლიცია? პოლიცია არსად მინახავს, არავინ მოსულა და უკითხავს არაფერი. ერთი პოლიციელი იყო მოსული და ექიმს ესაუბრა, არ ვიცით რა. ამ დანაშაულს ასე არ დავტოვებ, ყველა აგებს პასუხს, – ამბობს დაშავებულის შვილი.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ადგილობრივმა უფლებადამცველლმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ვრცელი წერილი იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის, ინდიკო ხავთანის ძმა იყო – ინფრომაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
თავდამსხმელს სამართალდამცველებმა გვიან ღამით მიაგნეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარზე 117 – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
