ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, მოსკოვში, ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში, სააღდგომო წირვაზე დასასწრებად ჩავიდა. რუსული მედია წერს, რომ მასკს საკურთხეველთან ახლოს სპეციალურად სკამი დაუდგეს.
ეროლ მასკი 2025-2026 წლებში რამდენჯერმე ეწვია რუსეთს და მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ ღონისძიებებში. სიტყვით გამოვიდა მოსკოვის “2050 წლის მომავლის ფორუმზე” და ეწვია ყაზანსაც, რათა გაცნობოდა რუსულ IT ინდუსტრიის ძირითად სფეროებს.
15 აპრილს კი, დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა მოსკოვში AI Future-ზე, სადაც ის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებს.
