შალვა პაპუაშვილი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
სააღდგომო ლიტურგიაზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე.
