უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.
ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ყველა ამომრჩეველი მისთვის მნიშვნელოვანია.
ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი გაიცნო, ვისთანაც სხვა შემთხვევაში შეხვედრის შესაძლებლობა არ ექნებოდა. ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
უნგრული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში აქტივობა მაღალია. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათისთვის ამომრჩეველთა 3.46 პროცენტმა მისცა ხმა. შედარებისთვის, 2018 წელს, როდესაც აქტივობის თვალსაზრისით რეკორდი დამყარდა, ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 2.24 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.
