აღდგომის დღესასწაულის გამო თბილისში, საბურთალოსა და კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება დროებით მხოლოდ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვები 12 და 13 აპრილს იმოქმედებს.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით. რაც შეეხება კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას, მოძრაობა ორგანიზებული იქნება ჩიტაიას მოედანზე, მამარდაშვილის ქუჩაზე, ნორიოს აღმართზე, ცაიშის ქუჩასა და მახათას აღმართზე.
ქალაქში გადაადგილების გასამარტივებლად, ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით, ცოტნე დადიანის მიმართულებით.
