დაპირისპირება მარნეულში – Marneulinews ge-ს ინფორმაციით, ნაცემია კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” დაცვის თანამშრომელი.
როგორც გამოცემა წერს, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მცველმა ალადინ გარანზადემ (ბოლნისის მკვიდრი) პაციენტი ნათესავი კლინიკაში არ შემოუშვა, რის შემდეგაც კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
Marneulinews ge-ს ცნობით, 65 წლის ალადინ ყარანზადეს კი ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
