ელისო კილაძე თბილისის მერის, მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და „ფეისბუკზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის გარდაცვალებას აუხსნელი და უცნაური უწოდა.
“ილია ელოშვილი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი(შვილმა),
ტყვიამ გულში გაიარა(თვითმკვლელები ან თავში ისვრიან,ან პირის ღრუში),
ნასროლია გლოკით,გასროლის ხმა არავის გაუგია(არც ოჯახის წევრებს,არც მეზობლებს),მიბჯენითი სროლის კვალია,ტრაექტორიის დადგენა შეუძლებელი(წინასწარი ექსპერტიზით),
სახლის კარი დაკეტილი იყო,ფანჯრებიც.
მტრები არ ყავდა,გამორჩეული საჯარო მოხელე იყო ოცნებაში,
აუხსნელი და უცნაური დეტალებია,წერილიც არ დაუტოვებია.
ვუსამძიმრებ ოჯახს,მეგობრებს,ახლობლებს
კარგი კაცი დააკლდა ქალაქს.” – ელისო კილაძე