Friday, April 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასეთმა პოზიციამ, შესაძლოა, ზოგადად განათლების სისტემის დისკრედიტაცია გამოიწვიოს” – ექსპერტები EUA-ს განაცხადებაზე

April 10, 2026
“ასეთმა პოზიციამ, შესაძლოა, ზოგადად განათლების სისტემის დისკრედიტაცია გამოიწვიოს” – ექსპერტები EUA-ს განაცხადებაზე

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის განცხადებას აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან.

როგორც ისინი ამბობენ, თუ “ქართული ოცნება “ არ შეცვლის გადაწყვეტილებას განათლების რეფორმის ამ ფორმით განხორციელებაზე, ქვეყანამ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ დაკარგოს.

“ასეთი ასოციაციების განცხადება და პოზიცია სახიფათოა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის, იმიტომ რომ ამან შეიძლება დისკრედიტაცია გამოიწვიოს ზოგადად სისტემის. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, შემდეგ ჩვენი დიპლომების აღიარებაც გართულდეს, ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ სისტემებში, მაგალითად ევროპული კვლევების, გრანტების მიღება, ქართველ მეცნიერებს გაუჭირდებათ პარტნიორების პოვნა. თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ უნდა ველოდოთ იმას, რომ უკვე ფორმალური რაღაც სტრუქტურებიდანაც ჩაგვხსნან, მაგალითად გართულდეს ჩვენი ხარისხის ცენტრის აღიარება, ანდა ჩვენი ხარისხის ცენტრის მიერ აღიარებული პროგრამების აღიარება სხვაგან” – ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპული უნივერსიტეტის ასოციაცია 800-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს და ყველა მათგანში აწარმოებს კვლევას, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილია შემდგომი თანამშრომლობა.

“ეს არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 800-ზე მეტ უნივერსიტეტს, არის ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ჩართული, მათ შორის ჩვენც. გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ამ ყველაფერზე იქ მსჯელობს. ამ ორგანიზაციას ასევე აქვს შემუშავებული სისტემა, რომელიც იკვლევს, რა ხდება უნივერსიტეტებში, შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე, უზრუნველყოფილია უნივერსიტეტებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განათლების სფეროში” – ამბობს განათლების სფეროს წარმომადგენელი.

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) საბჭომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ უმაღლესი განათლების რეფორმებზე შეშფოთება გამოთქვა და შესაძლო იზოლაციაზე მიუთითა.

განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს, აღნიშნულია, რომ რეფორმამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედოს საჯარო უნივერსიტეტებზე და შეასუსტოს მათი კავშირი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი იპოვეს
  • რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს?
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge