გიორგი უბილავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის გდდ-ის ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვამ სცემა, ცრუ ინფორმაციას უწოდებს:
“ვისპარინგე და მაგის გამო რაღაც სურათი დავდე. [თავს არავინ დამსხმია] სპარინგზე მომივიდა ეგ ყველაფერი. არავისთან არ მქონია დაპირისპირება არასოდეს, არც ქვეყანა დამიტოვებია. სპარინგის დროს სულ სისხლიანი ვარ ხოლმე, მაშინ ყოველდღე გადავიღებ [ფოტოს] და იყავით მასე” – ამბობს უბილავა “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში.
ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს დიღომში, გუდვილთან, ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, გიორგი უბილავას, “ხარებას” გარემოცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ, “ფორმულამ” გაავრცელა. მოგვიანებით, გდდ-ს ყოფილმა უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე “ხარებამ” “ტვ პირველს” უთხრა:” ვინ არის ნაცემი? ნაცემი გინახია შენ საერთოდ? მე რაც ვნახე, მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა…ეგ სპეცრაზმელების გაკეთებული საქმე არ არის, სისხლი უსვია ადამიანს სახეზე…”
მომხდარს ადასტურებს შსს. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
