გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი მისსა და ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვას შორის დაპირპირებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ისაკ, იგივე გიორგი უბილავა სპეცრაზმელებს არ უცემიათ.
გდდ-ს ყოფილმა შეფმა პირველი კომენტარი დღეს “ტვ პირველს” მისცა.
“მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა” – ამბობს “ხარება” შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრზე და ირწმუნება, რომ “ეს სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის”
ასევე აცხადებს, რომ ისაკ უბილავას უბრალოდ სისხლი უსვია სახეზე.
“რა უბილავა, ვინ უბილავა? ვინ არის ნაცემი, ნაცემი გინახია შენ საერთოდ? მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა. მე არაფერი არ ვიცი.
ეგ სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის. ეტყობა ყველაფერს. მე რაც ვნახე სისხლი უსვია ადამიანს სახეზე.
(ჟურნალისტი: ვიქტორ ჯაფარიძის დაჯგუფებაც ემუქრებოდა და შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ?) მოდი რა ამ საკითხზე მე ნუ მელაპარაკებით საერთოდ, ჩემი საქმე ეს არ არის. მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა”, – აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ხარება” ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ შინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილსა და ზვიად ხარაზიშვილს შორის ზავი დაიდო. ამიტომ დღეს “ტვ პირველმა” გდდ-ს ყოფილ უფროსს ჰკითხა, დაირღვა თუ არა ზავი?
“რა ზავი დავდეთ, რომელ ზავზე მელაპარაკებით? (ჟურნალისტი: შერიგდით ბატონო ზვიად? არ არის თქვენი საქმე, მე არავისთან არც კონფლიქტი მქონია, არც შერიგება და არც მსგავსი არაფერი”, – ამბობს ” ხარება”.
