ანგარიშსწორება გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრზე – როგორც შსს-მ “ტვ პირველს” განუცხადა, მომხდარზე გამოძიება 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლიან გარჩევაში რამდენიმე პირი ფიგურირებს.
ისაკ გიორგი უბილავა სასტიკად არის ნაცემი. ამას ადასტურებს ფოტო, რომელიც გავრცელდა დაპირისპირების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ სახეზე უბილავას მრავლობითი დაზიანებები აქვს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გარემოცვის ლიდერს ჩასაფრება დიდ დიღომში, გდდ-ს ყოფილი შეფის, ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არავინაა დაკავებული.
ცნობისთვის, გიორგი უბილავას გვარი ფიგურირებს 2024 წელს, პროევროპული აქციების მონაწილეების ცემაში გმირთა მოედანზე, ასევე ხარებას დაჯგუფების წევრის დაჭრში.
არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ “ხარება” ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ სინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი.
