ახალი დაპირისპირება “ხარება”- შინჯიკაშვილს შორის – “ფორმულას” ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, გიორგი უბილავს, გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამავე ინფორმაციით, უბილავას დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს. “ფორმულა ნაცემი” უბილავას ფოტოსაც აქვეყნებს.
თავად უბილავა ინფორმაციას არ ადასტურებს – “საიდან მოიტანეთ? არაფერს არ ვადასტურებ. არაფერი არ მომხდარა, ზღაპარია” – ამბობს ის.
ამ ეტაპზე უცნობია, მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება შსს-ს მხრიდან მომხდარ შემთხვევას.
გიორგი უბილავას გვარი ფიგურირებს 2024 წელს, პროევროპული აქციების მონაწილეების ცემაში გმირთა მოედანზე, ასევე ხარებას დაჯგუფების წევრის, ჯონი მარიდაშვილის დაჭრასა და კორცხელში, ოპოზიციის წევრებზე თავდასხმაში.
არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.
