Sunday, April 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს – HRW

April 10, 2026
ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს – HRW

Human Rights Watch-ი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციას ეხმაურება.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრაციაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი იძულებით დააბრუნა აზერბაიჯანში, რითაც იგი პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის მოსალოდნელი საფრთხის წინაშე დააყენა.

„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია.

„ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ბრალდებები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხოლო კრიტიკოსები ხშირად დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვის და შევიწროების სხვა ფორმების წინაშე დგანან“, – ამბობს HRW.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ სადიგოვი დაადეპორტა ამ რისკების სათანადო შეფასების გარეშე, იმ პროცედურების ფონზე, რომლებიც სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს. “მათი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ორივე მთავრობის კეთილსინდისიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით”.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით“.

Human Rights Watch-ის შეფასებით, სადიგოვის გაძევების გარემოებები აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად მოიქცა და აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად იმოქმედა, რათა თავი აერიდებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ამავე განცხადების მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დადგომა ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ეს მოიცავს აბსოლუტურ აკრძალვას იმ ქვეყანაში დაბრუნებაზე, სადაც არსებობს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რისკი (არგაძევების — Non-refoulement პრინციპი), ასევე სათანადო სამართლებრივი პროცესის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და დროებითი ღონისძიებების დაცვის გარანტიებს. საქართველომ ასევე უნდა გამოიძიოს სადიგოვის დეპორტაციის გარემოებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვა.

„აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან იმ აშკარა თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევებას. ეს მოხდა მისი უსაფრთხოებისთვის არსებული მკაფიო რისკებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე“, — აღნიშნა გოგიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილონ მასკის მამა მოსკოვში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად ჩავიდა – მას ტაძარში საკურთხეველთან ახლოს სპეციალურად სკამი დაუდგეს
  • ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელი, რომელიც გუშინ სცემეს, მართვით სუნთქვაზეა
  • აღდგომას პროტესტანტებიც ზეიმობენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge