ფრანგულ ენაში ცვლილებების მაკონტროლებელმა ინსტიტუტმა, Académie Française-მა თებერვლის თვეში განაცხადა, რომ ენის დეგრადაცია არ შეიძლება გარდაუვალად მივიჩნიოთ, ამისთვის კი ცვლილებები ოფიციალურ სამეცნიერი ჟურნალში გამოაქვეყნა.
სწორედ ამ მიზეზის გამო საფრანგეთმა ვიდეოთამაშებში ინგლისურენოვანი ტერმინების და ჟარგონების გამოყენება აკრძალა. ზოგიერთი ასეთი სიტყვა მათ გადათარგმნეს, მაგალითად: “პროგეიმერი” – joueur professionnel (“პროფესიონალი მოთამაშე”) და “სტრიმერი” joueur-animateur en direct (“პირდაპირ ეთერში მოთამაშე მასპინძელი”)
ექსპერტებმა ვიდეოთამაშების ვებსაიტებსა და ჟურნალებში მოიკვლიეს აქამდე თუ არსებობდა ინგლისური ტერმინების შესატყვისები. ამ ყველაფრის მიზანი კი, უწყების განცხადებით, მოსახლეობითვის კომუნიკაციის გაადვილებაა.