სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ვარაუდობს, რომ ახალმა პატრიარქმაც რომ სთხოვოს “ოცნების“ ლიდერებეს პატიმრების გათავისუფლება, მის თხოვნასაც არ გაითვლისწინებენ, ისევე, როგორც ილია მეორეს თხოვნა დააიგნორეს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ღმერთის არ სწამთ და ეკლესიაში ყოფნას და სანთელს სპეკულაციების და პროპაგანდისთვის იყენებენ.
ვფიქრობ, რომ არანაირი ახალი პატრიარქი შედეგს არ დადებს, – ამბობ ზურაბ ცეცხლაძე.
მეეჭვება, რომ ახალი პატრიარქის არჩევამ, მისმა მიმართვამ და თხოვნამ შედეგი გამოიღოს. ჯაღმაიძის განცხადება, რომ მიმართეს მთავრობას მსგავსი მოთხოვნით, ეს მოთხოვნა ჯაღმაიძის ხომ არ იყო, იმ პერიოდში პატრიარქი ცოცხალი იყო და ეს განიხილებოდა როგორც კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა, ასეთი დიდი ადამიანის თხოვნაზე, პირდაპირი მნიშვნელობით, იგნორირება გაუკეთეს და არაფერი არ მიიღეს. ეს ცალსახად მეტყველებს, რომ ნებისმიერი ახალარჩეული პატრიარქის თხოვნა, არ მგონია, რომ შედეგიანი იქნება. დღეს რეალურად რეჟიმი არის ურწმუნო, მათ ღმერთი არ სწამთ და ეკლესია, სანთელი და იქ პოზირება სჭირდებათ ისევ სპეკულაციების და პროპაგანდისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა გწამდეს იმ ადამიანის, რომელიც რამეს გთხოვს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არანაირი ახალი პატრიარქი შედეგს არ დადებს,- განაცხადა ცეცხლაძემ.
