რესტორანი „ერა ჰოლი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზვიად ახრახაძის გარდაცვალების გამო.
„წლების განმავლობაში იგი იყო ჩვენი ერთგული, თავდადებული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ადამიანური სითბოთი გამოირჩეოდა.
მისი დაკარგვა უდიდესი დანაკლისია როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონია.
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ მძიმე დანაკლისის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
