ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობს ოპოზიცია გაანადგუროს, მოახდინოს მათი კრიმინალიზაცია, – ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას კრიმინალებს უწოდებს, უფრო აღრმავებს კრიზისს და ვიტარებას უფრო ამძიმებს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა და მის დასაძლევად ნაბიჯებიც მათ უნდა გადადგან.
ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობს ოპოზიცია გაანადგუროს, მოახდინოს მათი კრიმინალიზაცია, ყველას უწოდეს კრიმინალები, ეს ხომ არ არის გამოსავალი. ეს კრიზისს აღრმავებს, ეს არის მცდარი გზა, რომლითაც, პირიქით, ხდება ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმება. როცა ხელისუფლებაში ხარ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რადგან რაც ქვეყანში ხდება, ყველაფერზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამიტომ, თუ ასეთი დაპირისპირების გარემოა, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, მის შესამსუბუქებლად. რეპრესიებით კი დაპირისპირება კი არ ჩაცხრება, პირიქით, გაღრმავდება.
ქვეყნის იზოლაცია, რომელიც “ოცნების“ ნაბიჯებამ გამოიწვია, ზიანს აყენებს ქვეყანას და თანამოქალაქეებს. ამ პოლიტიკის გაგრძელების პირობებში, შეუძლებელია ცივილიზებული უერთიერთობების აგება პარტნიორებთან, ამიტომ თუ ასეთი ბრუტალური პოლიტიკა გაგრძელდა ოპონენტების მიმართ, ცხადია, ამ ვითარებაში ცივილიზებულ სამყაროს ყოველთვის ერთგვაროვანი რეაქცია ექნება, – განაცხადა ჯაფარიძემ.
