იძენება “ფაიფურა” – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჭიათურიდან. პოლიცია ზაზა ფარქოსაძე-გოგოლაძეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ეძებს. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი გამოძიებას ხელიდან დაუსხლტა. კაცი რომელსაც შსს-ს 7 თვის განმავლობაში ფარულად უსმენდა, დაკავებამდე 2 დღით ადრე გაუჩინარდა. იმისთვის რომ ქვეყანა უპრობლემოდ დაეტოვებინა, “კრიმინალურმა ავტორიტეტი” მეუღლის გვარზე გადაეწერა. საერთაშორისო ძებნის ბაზაში ის ახლა გოგოლაძის გვარით იძებნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებებს 7 თვის განმავლობაში აწარმოებდა. ფარულად უსმენდნენ სატეელფონო საუბრებს და უთვალთვალებდნენ, როგორ არჩევდა ჭიათურაში ქურდულად საქმეებს “ფაიფურა”. “კრიმინალური ავტორიტეტი” 4 აპრილამდე ხელშეუხებელი იყო, მისი დაკავების განჩინება მოსამართლემ სწორედ 4 აპრილს გამოსცა, მასთან სახლში მისულ სპეცრაზმს კი ის უკვე გაქცეული დახვდა.
გამოძიებას “ფაიფურასგან” მხოლოდ ეს შემორჩა – დანაშაულის დამადასტურებელი სატელეფონო საუბრები. საქმის მასალებით დგინდება რომ ზაზა ფარქოსაძე აორგანიზებდა გარჩევებს და ფულის გამოძალვას . სქემა ასეთი იყო, მოდავე მხარეებს საქმის გასარჩევად იბარებდნენ, დიდი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ პრობლემის გადაჭრას პირდებოდნენ, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამიზნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ. დანაშაულის ფაქტებს ადასტურებს ერთმანეთში სატელეფონო საუბრები რომელიც შსს-მ გაავრცელა.
