Thursday, April 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მაინც იგივეს ვიტყოდი..”- როგორ აფასებს რომან გოცირიძე სტურუას სკანდალურ სპექტაკლს

April 9, 2026
“მაინც იგივეს ვიტყოდი..”- როგორ აფასებს რომან გოცირიძე სტურუას სკანდალურ სპექტაკლს
რომან გოცირიძე რობერტ სტურუიას მიერ დადმული სკანდალური შპექტაკლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურებნა.
“დაიდო სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას სპექტაკლის ფრაგმენტების ოცწუთიანი ვიდეო. მანამდე სხვა ვიდეობიც იყო გავრცელებული. შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოდგენის ნახევარ საათამდე ნანახი გვაქვს, ამიტომ მთლად ისე არ გამოდის, როცა ამბობენ, “არ მინახავს, მაგრამ მაინც ვიტყვი”.
ასე ვუთხარი ჩემ თავს: მოდი, იყავი ნეიტრალური, წარმოიდგინე, რომ რეჟისორი არ არის რობერტ სტურუა, სცენაზე რაღაც თანამდეროვე ვნებიანი დრამა ტრიალდება, ტანსაცმელიც ხომ წითელ ხალიჩაზე გამოსული ეპატაჟური ვარსკვლავების ჩაცმულობას ჰგავს, განსაკუთრებით ქალების. ან უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ ხარ უცხოელი და წარმოდგენაც კი არა გაქვს ვინაა შოთა რუსთაველი.
მეტნაკლებლად შევძელი აბსტრაგირება, დავივიწყე რომ ვეფხისტყაოსანია, მაგრამ ვერაფრით გავთიშე ტვინი, ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს რობერტ სტურუა კია არა, არამედ, ვთქვათ, რომელიმე სხვა კარგი ქართველი რეჟისორია. თანაც ამ დილით ატვირთეს ნავში რომ ზის იმ კრეტინთან საუბარი, სადაც რობერტ სტურუა ამბობს, რომ ამერიკაში ჩვილ ბავშვებს აწვალებენ, ტირილისას ადრენალინი თუ რაღაც სითხე გამოიყოფა, ყელზე უკანა მხარეს გროვდება, არჭობენ ნემსს, იღებენ ამ ნივთიერებას და მსახიობები და სხვა ცნობადი პირები იკეთებენ გასაახალგაზრდავებლადო. იმ კრეტინმა თქვა, შეიძლება ჭამენ ბავშებს კიდევაცო. ეს მეორე მარაზმატიკი დაეთანხმა. ამის მერე როგორ უნდა უყურო ნეიტრალურად?
როცა რაღაცაზე წინასწარგანწყობას იქმნი, ვერ იქნები ობიექტური, თანაც წარმოდგენაზე ოცდაათწუთიანი ნაწყვეტებით მსჯელობაც არაა მთლად სამართლიანი.
ერთი რამ კი აშკარად თვალშისაცემია-გაუთავებელი წივილ-კივლი, ისტერიულობა, ტანჯვა ყველგან და ყველაფერში: სიყვარულში, მეფედ კურთხევაში, ნადირობაშიც კი. მოკლედ, ძალიან ხმამაღლა დაწერილი პიესაა:))
ხელოვანის ბედის თემა დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების პირობებში კარგადაა ასახული ლიტერატურაში თუ კინოხელოვნებაში. მისი თვალსაჩინო ნიმუშია იშტვან საბოს “მეფისტოფელი”. ასეთ პირობებში დათმობებზე არწასვლა გმირობის ტოლფასია, ხშირად სიცოცხლის რისკთანაცაა დაკავშირებული. ჩვენს რეალობაში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი რატომ უნდა გახდე რეჟიმის ლაქია. მატერიალური სიკეთები გასაგებია, მაგრამ შეუძლებელია მხოლოდ ეს იყოს მთავარი. მიზეზი უფრო სიღრმისეულია-რობერტ სტურუა საბჭოთა ადამიანად დარჩა თავისუფლების პირობებშიც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთი ნორმალური სპექტაკლი არ დაუდგამს, თითქმის ორმოცი წელია ღირებული არაფერი შეუქმნია.
ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კონფორმიზმი ხელოვანის თანმდევი ატრიბუტია. როცა თავისუფალი ხარ და ნებაყოფილებით ადგები ამ გზას, ეს მორალური დაცემის შედეგია.
მიდი და ასეთ ვითარებაში ობიექტურად შეაფასე ის, რაც სცენაზე ხდება.
მაქსიმალურად რომ შევეცადო და მოვინდომო ობიექტურობა, მაინც იგივეს ვიტყოდი-ეს არ არის კარგი დადგმა, არ არის იმაზე უკეთესი, რაც ბოლო წლებში შეუქმნია, პირიქით, არის მათზე უარესიც კი”- წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში საცხოვრებელი კორპუსში ხანძარია – კადრები ადგილიდან
  • “გამოიჩინეთ სიფრთხილე”- მეტეოროლოგი მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  • “მიტროპოლიტი შიო არღვევს სახარებისეულ შეგონებას… ილია მეორეს ეს ლიტურგია არასოდეს გამოუტოვებია” – ლეონ გელოვანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge