Thursday, April 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ომი, სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პრინციპებს… ” – მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლეში

April 9, 2026
“ომი, სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პრინციპებს… ” – მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლეში

“ომი, სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პრინციპებს… ვევედრებით უფალს ომის ძალადობის მსხვერპლთათვის… „ქრისტე აღსდგა“ არის ძალადობისა და შიშის უარყოფა და მშვიდობისაკენ მოწოდება” – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლეში.

“ყოვლადღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,
მარხვით, ლოცვითა და სულიერი ღვაწლით განმტკიცებულნი, მოვიწიეთ ბრწყინვალე და ყოვლადსაზეიმო დღემდე წმიდისა პასექისა და ვუგალობთ და ვადიდებთ ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ქვეყნისა მხსნელ აღდგომას, რომელიც ცხადად ამტკიცებს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, განაახლებს ყოველ ქმნილებას და კაცობრიობას უხსნის გზას მადლით განღმრთობისაკენ. ქრისტეს ეკლესია ინახავს საპასექო გამოცდილებას თავის ლიტურგიულ ცხოვრებაში, წმიდათა და მოწამეთა ღვაწლში, მონაზვნობის ესქატოლოგიურ მისწრაფებაში, სახარების ქადაგებაში „ქვეყნის კიდემდე“, საღვთისმეტყველო მოღვაწეობასა და საეკლესიო ხელოვნებაში, მორწმუნეთა კეთილ მოწმობაში მსოფლიოში, სიყვარულისა და თანადგომის კულტურაში და იმ ურყევ რწმუნებაში, რომ ბოროტებას არ აქვს უკანასკნელი სიტყვა ისტორიაში.

უფლის აღდგომა ცოცხლდება, ვითარცა ქრისტესმიერი თავისუფლება, რომელიც შთააგონებს, კვებავს და აძლიერებს ადამიანის შემოქმედებით ძალებსა და კეთილ ღვაწლს „რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა“[1], ამავე დროს კი შეგვახსენებს, რომ აღდგომისაკენ სვლა განუყოფელად არის დაკავშირებული ჯვართან. ამ კავშირმა დაიცვა ღმრთის ერი ამ სოფლის სულთან გაიგივებისაგან და ამავე დროს იხსნა უნაყოფო ჩაკეტილობისა და უსიცოცხლო სულიერებისაგან, რომელსაც აკლია დინამიკა და სასოების სუნთქვა. მორწმუნეთა ცხოვრება ჯვარცმულსა და აღმდგარ ქრისტეში დღესაც ამხელს ყოველგვარ უცხო განმარტებას ქრისტიანული ეთოსისა, ვითარცა „სუსტის მორალი“, რომელიც თითქოსდა გამოიხატება სიმდაბლით, მიტევებით, მსხვერპლშეწირული სიყვარულით, ასკეზითა და უფლის სიტყვით: „მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს“,[2] და სხვა იმ სათნოებებით, რომლებიც ჩვენი თვითმყოფადობის გულს წარმოადგენს. ამგვარი წაკითხვა ქრისტიანული ეთოსისა სრულიად შორს დგას ჭეშმარიტებისაგან, ვინაიდან მსხვერპლშეწირული სიყვარული, „რომელიც თავისას არ ეძიებს“, განუყოფელია სიმამაცისა, სიმტკიცისა და ეგზისტენციალური ჭეშმარიტებისაგან. პასექი არის ჰიმნი ამ თავისუფლებისა, რწმენისა, „რომელიც მოქმედებს სიყვარულით“,[3] რომელიც არაა ჩვენი დამსახურება, არამედ ზეგარდმო მადლი და ნიჭი, და რომელიც ხორციელდება ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში და მოყვასის მსახურების „საიდუმლოში“. რამეთუ „ღვთის სიყვარული არ ითმენს კაცთმოყვარეობის გარეშე არსებობას“.[4]

ქრისტეს ეკლესია — „მარილი ქვეყნისა“, „ნათელი სოფლისა“, ქალაქი „მთაზე დადგმული“ და სასანთლე „სასანთლეზე დადებული“[5] — მოწმობს მოქმედად სამყაროში, ჟამთა ნიშნების წინაშე, მადლისა, რომელიც მოგვეცა, და „იმ სასოების შესახებ, რომელიც არის ჩვენში“.[6] ჯვრისა და აღდგომის უწყება დღესაც ისმის, ვითარცა მშვიდობის, შერიგებისა და სამართლიანობის სახარება. ომი, სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება იმ ძირითად ქრისტიანულ პრინციპებს, რომელთა განხორციელებისა და დამკვიდრებისათვის ღმრთის ერი ყოველდღე ლოცულობს და იღვწის. აღდგომის ნათელში ვევედრებით უფალს ომის ძალადობის მსხვერპლთათვის, ობოლთათვის, დედათათვის, რომელნიც ტირიან თავიანთ შვილებს, და ყოველთა მათთვის, რომელნიც სხეულითა და სულით იტვირთავენ ადამიანური სისასტიკის შედეგებს. „ქრისტე აღდგა“ არის ძალადობისა და შიშის უარყოფა და მშვიდობისაკენ მოწოდება. ომი შობს გოდებასა და სიკვდილს, ხოლო აღდგომა ამარცხებს სიკვდილს და ანიჭებს უხრწნელებას.

ომის სისასტიკის ყოველდღიურ სურათთა წინაშე, ეკლესია აღიმაღლებს ხმას და ქადაგებს ადამიანის პიროვნების სიწმიდეს — ყოველი კონკრეტული ადამიანის ღირსებას დედამიწის ყოველ კუთხეში — და მოგვიწოდებს სრულ პატივისცემას ამ ღირსებისადმი; მოგვიწოდებს, „ვიცოდეთ საკუთარი ღირსება, პატივი მივაგოთ პირველსახეს, შევიცნოთ საიდუმლოს ძალა და გავიაზროთ, ვისთვის მოკვდა ქრისტე“.[7] უფლის აღდგომა არის ადამიანის აღდგენა მის დასაბამიერ მოწოდებაში. იგი, ვითარცა „სხვა, მარადიული ცხოვრების დასაწყისი“, კურნავს გაუცხოებას და ამყარებს იმ მშვიდობას, „რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“[8], და რომელიც მოიცავს ამქვეყნიურ შერიგებასა და მშვიდობასაც.

ღვთივსულიერი შთაგონებით, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდმა კრებამ, რომლის მოწვევის მეათე წლისთავს წელს აღვნიშნავთ, ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის მოვალეობა, „მოიწონოს ყველაფერი, რაც ნამდვილად ემსახურება მშვიდობას (რომ. 14,19), და ხსნის გზას სამართლიანობის, ძმობის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ურთიერთსიყვარულისკენ ერთი ზეციური მამის ყველა შვილს შორის, ასევე ყველა ხალხს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ადამიანურ ოჯახს.“.[9]

წმიდა პასექი არის ჩვენი სულიერი ცივილიზაციის მთლიანობა, ჩვენი კეთილმორწმუნეობის გული. უფლის აღდგომა არის ჩვენი საკუთარი აღდგომაც ამჟამად, და ამავე დროს წინასახე და წინარე გემო „საერთო აღდგომისა ყოველთა კაცთასა“ და მთელი ქმნილების განახლებისა. აღმდგარი ქრისტეს სახის ყოვლადბრწყინვალე ნათლით განათლებულნი და ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით მისი ყოვლადწმიდა სახელის მადიდებელნი — მშვიდობის მთავრისა, რომელიც არის ჩვენთან „მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე“[10] — გისურვებთ კურთხეულ აღდგომას, ღვთიური ნიჭებით აღვსილ საპასექო ჟამს და ყოველთა დღეთა თქვენთა, რათა სიხარულით ვღაღადებდეთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” | ნათქვამია ეპისტოლეში, რომელსაც ქართულ ენაზე მსოფლიო საეკლესიო სიახლენი აქვეყნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის უზენაესი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
  • ბათუმში საცხოვრებელი კორპუსში ხანძარია – კადრები ადგილიდან
  • “გამოიჩინეთ სიფრთხილე”- მეტეოროლოგი მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge