საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქომ კიდევ გამართოს საუბარი პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს “ტაბულა” ავრცელებს.
“არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით” – ასე უპასუხა ჯაღმაიძემ ჟურნალისტის კითხვას.
“ახლა უბრალოდ, გესმით, ასეთი დღეებია, წინჩასატარებელი გვაქვს სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. […]
ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვეულებრივი, ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც” – თქვა დეკანოზმა ანდრიამ.
