თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში “მაგთის” როგორც მობილური, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი გაითიშა.
გათიშულია კომპანიის ცხელი ხაზიც.
მეტი ინფორმაციის გასაგებად “მეტრონომი” ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებას.
კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
