პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა წარმომადგენლების მიერ მიტანილი თაიგულები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
საპატრულო პოლიციის წარმომადეგნლებმა მოქალაქეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ის შეურაცხმყოფელ შეძახილებს აგრძელებდა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, მოქალაქის დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოხდა.
