Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“6 აპრილს თბილისში, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა ზვიად ახრახაძე, მოგვიანებით ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ” – შსს

April 8, 2026
“6 აპრილს თბილისში, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა ზვიად ახრახაძე, მოგვიანებით ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ” – შსს

შსს ზვიად ახრახაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი – გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს” – წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ზვიად ახრახაძის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 31 წლის კაცს 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ. ის ღამის 12 საათზე სამსახურიდან გამოვიდა, 3-ის ნახევარზე კი მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. დღეს ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი, წყნეთში, ერთ-ერთ ხევში გარდაცვლილი იპოვეს – ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანების კვალი ეტყობა. მოგვიანებით “მთავარისთვის” ცნობილი გახდა, რომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია
  • კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიმავალი მანქანაში მძღოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge