Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პორტს 2020 წელს პირველი გემები უნდა მიეღო, 2026 წელია და ის ისევ გავერანებულია – კობახიძე ციფრებით ჟონგლიორობით ცდილობს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს” – ირაკლი კუპრაძე

April 8, 2026
“პორტს 2020 წელს პირველი გემები უნდა მიეღო, 2026 წელია და ის ისევ გავერანებულია – კობახიძე ციფრებით ჟონგლიორობით ცდილობს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს” – ირაკლი კუპრაძე

ჩვენს გუშინდელ განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, სადაც ფინანსური გათვლებით არაკვალიფიციური კეკლუცობა და ჟონგლიორობა წარმოადგინა – 2026 წლის ბიუჯეტში, ნოემბერში 100 მილიონით შეამცირეს პორტის პროექტის დაფინანსება. დღეს ის ახალ გაუგებარ კალკულაციას გვთავაზობს და ციფრებით ჟონგლიორობითა და პროპაგანდით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრავამ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს არ აქვს არანაირი მზაობა და სურვილი, ანაკლიის პორტი ააშენოს“.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე, სადაც მან წარმოადგინა არაკვალიფიციური კეკლუცობა და ჟონგლიორობა ფინანსური გათვლებით. ეს კიდევ ერთხელ არის ტყუილი და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა.

რეალურად, ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს ანაკლიის პორტის განსავითარებლად. 2026 წლის ბიუჯეტში, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ნოემბერში 100 მილიონით შეამცირეს ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსება. დღეს ის ახალ გაუგებარ კალკულაციას გვთავაზობს და ციფრებით ჟონგლიორობით, პროპაგანდითა და ტყუილით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნება“ და ივანიშვილს თავიდანვე არასწორი გათვლები ჰქონდათ.

ეს არის არაკომპეტენტურობა და მთავარი – „ქართული ოცნების“ მხილება, რომელსაც რა სურს ანაკლიის პორტის დასრულება.

ანაკლიის პორტს 2020 წელს პირველი გემები უნდა მიეღო. დღეს 2026 წელია და ირაკლი კობახიძე კიდევ საუბრობს, იტყუება, თითქოსდა, ისინი დაინტერესებულები არიან ანაკლიის პორტის მშენებლობით, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ, წინასწარ განსაზღვრული საბიუჯეტო დოკუმენტიდან, რომელიც საჯაროა, ამოაკლეს და ანაკლიის პორტის მშენებლობას 100 მილიონი ლარი დააკლეს.

„ძლიერმა საქართველო-ლელომ“ გუშინ გავაკეთეთ განცხადება და დავდეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ანაკლიის პროექტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად, ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია.

საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს ნომერ პირველი სტრატეგიული ობიექტი და პროექტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს სტრატეგიულ ობიექტად. პროექტში და პორტში არ უნდა იყოს რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პროექტის ყველა ხელშეკრულება იყოს საჯარო, რათა არ განმეორდეს არაბული ყალბი ინვესტიციების ისტორია.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდგომ, რითაც დასრულდა ამიერკავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც ათწლეულები გრძელდებოდა, გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა“. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. რეალურად, ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი. იმისათვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა დაუკავშირდეს საქართველოს აუცილებლად, გარდაუვალად სწრაფად უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი.

კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავებს და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს ის, რომ 2020 წელს საქართველოში ანაკლიის პორტს უნდა მიეღო პირველი გემები. წელს არის 2026 წელი და ამ ვითარებაში ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტი ისევ მიტოვებული, გავერანებულია. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს არ აქვს არანაირი მზაობა და სურვილი, ააშენოს ანაკლიის პორტი. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ჩვენი კოალიცია – „ძლიერი საქართველო-ლელო“ არის და იქნება ანაკლიის პორტისა და პროექტის მთავარი მხარდამჭერი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიმავალი მანქანაში მძღოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა
  • ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა
  • ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრები სასამართლოში გადაიყვანეს – საქმე 5 ნაწილად დაიყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge