Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული მხარე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკული მხარის ინტერესს ვერ ხედავს – ჩვენ ღია ვართ ამისთვის, მობრძანდნენ, გამოხატონ!” – ალუდა ღუდუშაური

April 8, 2026
“ქართული მხარე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკული მხარის ინტერესს ვერ ხედავს – ჩვენ ღია ვართ ამისთვის, მობრძანდნენ, გამოხატონ!” – ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ქართული მხარე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკული მხარის ინტერესს ვერ ხედავს.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან „უამრავჯერ გაკეთდა შეთავაზება, მათ შორის, ღიად“.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, საქართველო ამერიკულ ინვესტიციებს მიესალმება.

„დიახ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული მზაობა, რომ ეს პორტი, ყველა იმ ლოგიკური პარამეტრიდან გამომდინარე და ასევე, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აშენდეს. რაც შეეხება ამერიკულ ინვესტიციებს – არ ვიცი მერამდენედ და რა ფორმით შეგვიძლია კიდევ გამოვხატოთ, რომ ჩვენ ღია ვართ ამ პროცესისთვის, მივესალმებით [ამერიკელ ინვესტორებს], მობრძანდნენ, გამოხატონ. უამრავჯერ გაკეთდა შეთავაზება, მათ შორის, ღიად. საერთაშორისო ტენდერები, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხადდებოდა და ცხადდება, ნიშნავს იმას, რომ, ბუნებრივია, ყველას და პირველ რიგში, მათ, აქვთ ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს [რომ დაინტერესდნენ]. ეს არის საკითხი, რომელზეც დისკუსია, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 2×2 რომ არის 4 და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება 6 ან 7,5. ისეთივე მარტივი საკითხია, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და აკეთებდა. თუ უბრალოდ მათი მხრიდან ვერ იქნება [დაინტერესება], ახლა არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება კიდევ უფრო მეტად, რომ რაიმე გაკეთდეს ამ კუთხით. ჩვენ, ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ, მზაობა გვაქვს მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ, მეორე მხარისგან, დავუშვათ ამ შემთხვევაში აშშ-ის ინვესტიციაზე ვისაუბროთ, ხომ უნდა იყოს მინიმუმ დაინტერესება, მსჯელობა, წინადადება და ა.შ. ასეთი საკითხები ხომ არ ხდება ერთ და ორ წუთში. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით იგივე ინტერესს ვერ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიაში სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება. მისი თქმით, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიმავალი მანქანაში მძღოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა
  • ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა
  • ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრები სასამართლოში გადაიყვანეს – საქმე 5 ნაწილად დაიყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge