Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

April 8, 2026
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის ივლისში, ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან სოფიო ჩხენკელზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მის საკუთრებაში არსებული, გარდაბნის რაიონის, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოს სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფიო ჩხენკელს შეექმნებოდა პრობლემები და მიეცემოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ზეწოლის შედეგად, სოფიო ჩხენკელმა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების შექმნის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიტოვების გზით აღნიშნული უძრავი ქონება დათმო და სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზე აღირიცხა.

გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილი იქნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან კავშირში არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ამოღებული იქნა შესაბამისი საარქივო ჩანაწერები და იმჟამინდელი საკანონმდებლო რეგულაციები. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე სოფიო ჩხენკელს 1992 წელს მიწის რეფორმის ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის N128 დადგენილების თანახმად, ვარკეთილის საზოგადოებრივი მეხილეობა-მევენახეობის აქტის საფუძველზე, გარდაბნის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე გადაეცა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რისი კანონიერებაც დადასტურდა შემოსავლების სამსახურის არქივში დაცული 1993 წლის საწევრო გადასახადის დოკუმენტაციითა და 1999-2003 წლების მიწის ნაკვეთის მფლობელთა საგადასახადო სიებით. ამდენად სოფიო ჩხენკელს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად ჰქონდა მოპოვებული და აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას, შესაბამისად არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე სახის კანონიერი საფუძველი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტი მიმართავს შესაბამისს უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეს საკუთრებაში დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიმავალი მანქანაში მძღოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა
  • ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა
  • ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრები სასამართლოში გადაიყვანეს – საქმე 5 ნაწილად დაიყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge