Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით სრული კომპრომისი მივიღეთ – ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, ბიზნესსაც…და რაც მთავარია, მძიმე ტვირთად არ აისახება მოქალაქეებზე” – დიმიტრი ხუნდაძე

April 8, 2026
“პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით სრული კომპრომისი მივიღეთ – ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, ბიზნესსაც…და რაც მთავარია, მძიმე ტვირთად არ აისახება მოქალაქეებზე” – დიმიტრი ხუნდაძე

პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით სრული კომპრომისი მივიღეთ – ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც და რაც მთავარია, მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედების 4 წლით გადავადებას გამოეხმაურა.

ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ორი დღის წინ, „ხალხის ძალის” მიერ დაყენებულ პრინციპულ, არგუმენტირებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებას ეხებოდა, მთავრობისგან და უშუალოდ პრემიერისგან იყო კომპრომისული გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. კარგია, რომ არის სრული კომპრომისი. ვფიქრობ, ეს წაადგება ქართულ ეკონომიკასაც, რომ ის არ იქნება შოკური ეფექტის მოლოდინში. ეს წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც. მათ ექნებათ ადაპტაციისთვის დრო. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რამეთუ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო, რომ ასე ხელაღებით კრძალავდა პლასტმასს წარმოებაში და კვების სექტორში, პროდუქტს გააძვირებდა. ეს, ასევე, რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი ჩვენ მივიღეთ სრული კომპრომისი. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “6 აპრილს თბილისში, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა ზვიად ახრახაძე, მოგვიანებით ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ” – შსს
  • ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
  • შსს ზვიად ახრახაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge